პროექტ „გააციფრულე საქართველო“-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
28.05.2021


👉ა(ა)იპ "აი"-სა და ა(ა)იპ ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს შორის პროექტ „გააციფრულე საქართველო“-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2021 წლის 24 მაისს. 📑🖊

👉 📲💻ა(ა)იპ "აი", USAID-ის პროექტ "ზრდა"-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ახორციელებს პროექტს: გააციფრულე საქართველო! 🇬🇪

👉Google-მა, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, Google for Tourism Campaign-ის ფარგლებში, გადაამზადა ციფრული მოხალისეები, რომლებიც მოგზაურობენ საქართველოს რეგიონებში, რათა გადასცენ თავიანთი ცოდნა ციფრულ მისიონერებს (ადგილობრივ ახალგაზრდებს, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს) რათა დაეხმარონ მათ ადგილობრივი ბიზნესების, კულტურული ძეგლების თუ სხვა ღირშესანიშნავი ადგილების გაციფრულებაში და Google Map-ზე სწორი, სრულყოფილი ინფორმაციის განთავსებაში.Camera with Flash

👉პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 17 მუნიციპალიტეტის გაციფრულება [მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონიდან შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მარნეული, ბოლნისი, წალკა], საიდანაც პროექტის ბოლოს (2021 წლის სექტემბერში) გამოვლინდება 5 ყველაზე აქტიურ მისიონერი, რომელიც ყველაზე მეტ წვლილს შეიტანს გაციფრულების პროცესში და დასაჩუქრდება ფასიანი საჩუქრებით.

👉 პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდსა და Facebook გვერდს: www.idigitize.ge და facebook www.facebook.com/ichange.ge

 


  • პროექტ „გააციფრულე საქართველო“-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
  • პროექტ „გააციფრულე საქართველო“-ს ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge