რუსთავში საწარმო ,,პოლივიმის“ გახსნის შესახებ
29.04.2022

      ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით, რუსთავში თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საწარმო ,,პოლივიმი“ გაიხსნა.

      ახალი საწარმო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ღურწკაიამ და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გახსნეს.

     ,,პოლივიმი“, ეკოლოგიურად სუფთა საწარმოა. გარდა იმისა, რომ წარმოების პროცესი არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, მისი ძირითადი ნედლეული პლასტმასის მეორადი ჭურჭელია და ეკოლოგიურად ორმაგად გამართლებული.

      სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ნედლეულს წარმოადგენს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის.

      ქარხანა სრულად უცხოური ინვესტიციითა აშენებული, რაც დაახლოებით 11 000 000 ლარს შეადგენს . ამ ეტაპზე საწარმოში 60-მდე რუსთავისა და გარდაბნის მაცხოვრებელია დასაქმებული, რაც შემდგომში გაორმაგდება.

  • რუსთავში საწარმო ,,პოლივიმის“ გახსნის შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge