მიმდინარე წლის 3 მაისს თბილისში საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატების, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩეხეთის ბიზნეს მისიის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც 200-მდე ქართული და ჩეხური კომპანია მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ჩეხური კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ მშენებლობისა და დეველოპმენტის, მცირე ზომის ჰესების მშენებლობის, იურიდიული მომსახურებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკოტურიზმის, ტურიზმის, სამედიცინო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, სივრცითი დაგეგმარების, სატრანსპორტო სისტემების, ენერგომომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა სექტორებში. ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტის მთავარი ამოცანაა საქართველოში პარტნიორების მოძიება, ინვესტიციებისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავება.
ფორუმს სტუმრის სტატუსით ა(ა).ი.პ. “ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია და ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე რამინ ისმაილოვი ესწრებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩეხეთის კომპანიების მესვეურებთან გაცნობითი შეხვედრები გამართეს და გააცნეს ქვემო ქართლის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები. მხარეებმა სამომავლოდ მჭიდრო კავშირების დამყარების სურვილი გამოთქვეს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017