2022 წლის 1 ივნისს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში გაიმართა რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შატაკიშვილის შეხვედრა ქალაქის იმ საწარმოების ხელმძღვანელებთან,საიდანაც ძირითადად ხდება მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა. მოსმენილ იქნა 2021 წლის 27 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობაში მოსაყვანად გატარებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციები, რაც ითვალისწინებს მეტალურგიული, ქიმიური, ცემენტის ,ფეროშენადნობი საწარმოების მიერ მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გატყორცნის მინიმუმამდე შემცირებას და ამ პროცესებზე უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგის განხორციელებას. ამ პროცესებში ქალაქის მერიასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს , პარლამენტის შესაბამისი კომიტეტისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად ჩართულია ქვემო ქართლის რეგიონული განითარების სააგენტოც, რომელიც უწყვეტად ახორციელებს მონიტორინგს სამუშაოების მიმდინარეობაზე.
რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოისმინა საწარმოების ხელმძღვანელებისგან ადგილებზე არსებული ვითარება და მათვე ეთხოვათ უზრუნველყონ წარმოდგენილი გრაფიკების მიხედვით აირგამწმენდი ნაგებობების მშენებლობების დროული და ხარისხიანი შესრულება. აქვე შედგა საუბარი ქალაქის სამრეწველო კომპლექსში არსებული პრობლემატიკების მოგვარების და ამ პროცესში ქალაქის მერიის ჩართულობის პრინციპებზე და გადაწყდა სააგენტოში ანალოგიური ხასიათის შეხვედრების რეგულარულად მოწყობა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017