ა(ა).ი.პ ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების საგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია ქვემო ქართლის დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც აზერბაიჯანის ქალაქებსა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.კერძოდ:
მარნეული - შამქირი;
გარდაბანი - აღსტაფა;
ბოლნისი - გოიგოლი;
დმანისი - დაშკესანი;
აღნიშნული მემორანდუმით კიდევ უფრო გაფართოვდება აზერბაიჯანის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობა ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017