გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით სამხარეო–საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართასხდომა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომას რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, დაესწრნენ. საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის:
რეგიონში დამატებით განსახორციელებელი პროექტები
სახელდების რეფორმა
მხარისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ცენტრალური ბიუჯეტიდან საერთო ჯამში დამატებით 18 550 000 ლარი გამოიყო, რომლითაც 40-მდე პროქტი დაფინანსდება. თითოეულ მუნიციპალიტეტს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 650 000 ლარი გადაეცემა.
სახელდების და დამისამართების რეფორმის პირველი ეტაპი დასრულებულია და 132 ქუჩა უკვე დამისამართებულია. დაწყებულია რეფორმის მეორე ეტაპი - მიმდინარეობს 259 ქუჩის დამისამართება
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017