ა(ა)ი.პ. ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აქტიური მონაწილეობით და ხელშეწყობით დაფუძნებულმა პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელმა საწარმო შპს ,,პოლივიმმა’’ დაიწყო პლასტმასის ბოთლის ნარჩენების შეძენა რუსთავში: 1 კგ - 1 ლარად.
გადამუშავებადი მასალების დახარისხების და სეპარირებულად შეგროვების მნიშვნელობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა საქართველოში, რაც განპირობებულია საზოგადოებაში არასაკმარისი ცოდნით ნარჩენების ღირებულებისა და გადამამუშავებელი ინდუსტრიის არსებობის გარემოსდაცვით და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე.
ამ მიზნით შპს ,,პოლივიმი’’ ქალაქ რუსთავში იწყებს კამპანიას სახელწოდებით „იყავი პირველი“ - ფიზიკური პირებისგან პლასტმასის ბოთლების გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შესაგროვებლად.
გეგმის თანახმად ქ.რუსთავში შპს „პოლივიმი“ -ს საწარმოში განათავსდება პლასტმასის ბოთლების შემგროვებელ პუნქტი, სადაც მოქალაქეები ჩაბარებულ 1კგ პლასტმასის ბოთლებში მიიღებენ 1 ლარს. ხოლო მეორე ეტაპზე კი შემგროვებელი პუნქტები განთავსდება ქ.რუსთავში სხვადასხვა ადგილას იმ მოქალაქეებისათვის, ვისაც არ შეეძლება საწარმოში ნარჩენის ტრანსპორტით მიტანა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017