ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ირლანდიის საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი ირლანდიის საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარესა და დირექტორს, გიორგი ფეიქრიშვილს და საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თეკლა გუგეშაშვილს შეხვდა. შეხვედრის მთავარი მიზანი სამომავლო პროექტების განხილვა, მეგობრული ურთიერთობის გაგრძელება და საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია ესწრებოდნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017