კულტურული ღონისძიება გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში
31.10.2022

ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობის და ქველმოქმედების დეპარტამენტის უფროსი, თეკლა გუგეშაშვილი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ფოლკლორულ ანსამბლ „იადგარს“ სტუმრობდნენ. ანსამბლის წევრებმა სტუმრებს ფოლკლორული პროგრამა წარუდგინეს. შეხვედრის დროს განხილული იქნა ირლანდია-საქართველოს სავაჭრო პალატასა და ანსამბლ „იადგარს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კერძოდ: ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ევროპის კულტურულ დედაქალაქად აღიარებულ ირლანდიის ქალაქ გოლვეიში, ანსამბლ „იადგარის“ მიწვევის შესახებ, სადაც ტარდება კულტურული ღონისძიებები, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ფოლკლორული ანსამბლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ესწრებიან.

  • კულტურული ღონისძიება გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge