2022 წლის 10 ნოემბერს, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში, ინვესტორთან ,შპს „ინტერ ფარმა“ -ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შპს „ინტერ ფარმამ“, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების ტერიტორიაზე 22 500 კვ.მ. მიწის ფართობი შეიძინა, სადაც ფარმაცევტული საწარმოს და საწყობის მშენებლობას გეგმავს და რაშიც დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საწარმოში დასაქმდება დაახლოებით 40-50 ადგილობრივი პირი. შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლებმა, სააგენტოს წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ბიზნეს გეგმის შესახებ და ითხოვეს დახმარება ინვესტიციის განხორციელებაში.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017