შეხვედრა ბილტმორში
27.03.2023


2023 წლის 17 მარტს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქ.თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმს დაესწრნენ. ღონისძიებას 250-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა. ქართველ მეწარმეებთან და კომპანიებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციას თან ახლდა საამიროების მსხვილი კომპანიები სხვადასხვა დარგებიდან. ფორუმის ფარგლებში, ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები ჩატარდა. სადაც ქართული მხარის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ კავშირები მსხვილ კომპანიებთან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ფორუმზე განხილულ იქნა საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.


  • შეხვედრა ბილტმორში
  • შეხვედრა ბილტმორში
  • შეხვედრა ბილტმორში
  • შეხვედრა ბილტმორში
  • შეხვედრა ბილტმორში
  • შეხვედრა ბილტმორში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge