2023 წლის 22 მარტს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქ.თბილისში სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებულ საქართველოსა და სლოვენიის ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ. ღონისძიებას 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და სლოვენიის სავაჭრო პალატისა და საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით სლოვენიურ დელეგაციას თან ახლდა სლოვენიური კომპანიები ბიზნესის სხვადასხვა დარგებიდან.
ფორუმის ფარგლებში ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა. ქართული მხარის, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ კავშირები სლოვენიურ კომპანიებთან.
ფორუმზე განხილულ იქნა საინვესტიციო შესაძლებლობები. ასევე სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017