შპს ,,პოლივიმის'შესახებ
22.05.2023


ა(ა)ი.პ. ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აქტიური მონაწილეობით და ხელშეწყობით დაფუძნებულ პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელ ეკოსაწარმო ,,პოლივიმში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და საწარმოო ციკლის გაფართოების მიზნით, ახალი ხაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც წარმოების მოცულობას გაზრდის და დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

2023 წლისს 16 მაისს საწარმოში მიმდინარე სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მიხეილ ღურწკაიასთან ერთად გაეცნო.

შპს ,,პოლივიმი“ პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი ქარხანაა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია.

 საწარმო მეორადი პლასტმასის გადამუშავების შედეგად, საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს, რაც ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და წარმოადგენს ნედლეულს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის.

ქარხანა მთლიანად უცხოური ინვესტიციით აშენდა, განხორციელებული ინვესტიციის საერთო ოდენობა დაახლოებით 11 მილიონი ლარია.საწარმოში ამ ეტაპზე 55 ადგილობრივია დასაქმებული.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება,როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროპის ქვეყნებსა და თურქეთში.


  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ
  • შპს ,,პოლივიმის'შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge