,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
23.05.2023


2023 წლის 16 მაისს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა გურული დარუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ქ. რუსთავში ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ეკოლოგიურად სუფთა საწარმო, კომპანია ,,ბაზალტ ფაიბერსში“ დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნენ.

წარმოებაში ახლადდანერგილი გერმანული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს ,,ბაზალტ ფაიბერსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ მიაწოდა.

ქართული სამშენებლო მასალების კლასტერისა და ევროპის ბიზნესასოციაციის წევრმა ,,ბაზალტ ფაიბერსმა“, გერმანიის ტექნოლოგიურ სტარტაპ Fibrecoat-თან თანამშრომლობით, ინოვაციური პროდუქტის - ალუმინით დაფარული ბაზალტის ძაფის წარმოება 2022 წლის სექტემბერში დაიწყო.

„ბაზალტ ფაიბერსი“ საქართველოს სამშენებლო და კომპოზიტური მასალების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს.

ქარხანა მაღალტემპერატურულ ტექნოლოგიებში CO2-ის ყველაზე დაბალი ემისიით გამოირჩევა და უნარჩენოა. ყველა პროდუქტი, რომელიც საწარმოში მზადდება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია.

საწარმოში 80 ადგილობრივი პირია დასაქმებული. უახლოეს პერიოდში ,,ბაზალტ ფაიბერსი“ საწარმოო პროცესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას დადამატებით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აპირებს.


  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა
  • ,,ბაზალტ ფაიბერსის“ ტექნოლოგიების გაცნობა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge