2023 წლის 02 ივნისს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქ.თბილისში სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ. ღონისძიებას 400-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და სხვებმა.
ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით აზერბაიჯანულ დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის, საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, წარმოება და გადამუშავების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრიის, მშენებლობის, საინფორმაციო ტექნოლოგიები/ტელეკომუნიკაციების, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები.
გაიმართა ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები. ქართულ კომპნიებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები მსხვილ აზერბაიჯანულ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017