28 ნოემბერს, სასტუმრო "Holiday Inn"-ში, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნეს ფორუმი.
ფორუმზე უცხოელმა ინვესტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები,კერძოდ პანტიანის ტბის პროექტი და სხვა სამშენებლო პროექტები. დიდი ყურადღება დაეთმო მერძევეობისა და მეხორცეობის განვითარების პერსპექტივებს, სადაც ექსპერტმა ისაუბრა სურსათის უვნებლობაზე, პრეზენტაციებით წარდგნენ ქვემო ქართლში წარმატებული საწარმოები რძისა და ხორცის სექტორში,მათ შორის ყველის საწარმო „ ცეზარი“, რომლის წარმოებული პროდუქციის ექსპორტიც განხორციელდა აშშ-ში.
სახელმწიფო პროგრამების მხარდამჭერმა სააგენტოებმა APMA- და „აწარმოე საქართველოში“-მ ვრცლად ისაუბრეს პროექტების დაფინანსებაზე სოფლის მეურნეობის სფეროში, ასევე კერძო სექტორის მხარდამჭერ მექანიზმებზე.
ბიზნეს ფორუმს სააგენტოსთან ერთად რეგიონის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მასპინძლობდა, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან კი ფორუმში მონაწილეობდნენ ქალაქის მერი დავით ჯიქია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე.აგრეთვე ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველი პირები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017