ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში'
08.06.2023


       2023 წლის 06 ივნისს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ქ.თბილისში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ საქართველო-თურქმენეთის ბიზნეს ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ბიზნესის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

       თურქმენეთის დელეგაციას მსხვილი კომპანიები წარმოადგენდნენ ეკონომიკის ისეთი დარგებიდან, როგორიცაა ლოჯისტიკა, კვების ინდუსტრია, სოფლის მეურნეობა, საცალო ვაჭრობა დამშენებლობა.

       ფორუმის ფარგლებში, ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით ორმხრივი  შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ თურქმენულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები განეხილათ.

 

 

 


  • ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში'
  • ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში'
  • ბიზნეს-ფორუმი სასტუმრო 'შერატონ მეტეხი პალასში'

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge