ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ჩართულობით 2023 წლის 23-24 ივნისს რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელ ცენტრ “კესანეში” უფასო კომპლექსური სამედიცინო კვლევები ჩაატარეს.
აქცია ორი დღე გაგრძელდა. 23 ივნისს უფასო კვლევები მოზრდილ პაციენტებს ჩაუტარდათ, მათ შორის „რუსთავსერვის ცენტრის“ და რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრ “კესანეს” თანამშრომლებს.
მეორე დღეს, 24 ივნისს უფასო კვლევები რუსთაველ ბავშვებს ჩაუტარდათ, მათ შორის რუსთავის სარეაბილიტაციო განმავითარებელი ცენტრ “კესანეს” ბენეფიციარებს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017