2023 წლის 14 სექტემბერს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ქ.თბილისში სასტუმრო „პულმანში“ საქართველოსა და ჩეხეთის სავაჭრო პალატებისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარებულ ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ. ფორუმი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა პეტრ ჰლადიკიმ გახსნეს.
ქართველ მეწარმეებთან კავშირების დამყარების მიზნით დელეგაციას თან ახლდა წამყვანი ჩეხური კომპანიების წარმომადგენლები ბიზნესის სხვადასხვა სექტორებიდან, მათ შორის:
• მეტალურგია
• ლოგისტიკა
• ენერგეტიკა
• ინჟინერია
• წყლის ინჟინერია
• გადამუშავება
• ფარმაცია
• ინფორმაციული ტექნოლოგიები
• გარემოსდაცვითი კონსულტაციები
• წყლის მართვა (Water treatment).
ფორუმის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებში, დაემყარებინათ კავშირები მსხვილ ჩეხურ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის პერსპექტივები.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017