შეხვედრა ქალაქ რუსთვის საწარმოო გაერთიანება ,,აზოტში'
09.10.2023

        2023 წლის 07 ოქტომბერს საწარმოო გაერთიანება „აზოტის“ საწარმოში, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ ღურწკაიასთან და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად „რუსთავის აზოტი ინდორამას“ მმართველი ინდორამა კორპორაციის (Indorama Corporation) თავმჯდომარე შრი პრაკაშ ლოჰიას, ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას და საწარმოს გენერალურ დირექტორ ლევან ბურდილაძეს შეხვდა.

        რუსთავის მერი და ინდორამა კორპორაციის ხელმძღვანელები წარმოებაში არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნენ და ქარხნის თანამშრომლებსაც შეხვდნენ.

       შეხვედრაზე საწარმოში დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოს დაცვის კუთხით დაგეგმილ პროექტებზე და ამ მიმართულებით უკვე დანერგილ ტექნოლოგიებზე ისაუბრეს. ასევე გაკეთდა პრეზენტაცია საწარმოს გადაიარაღებისა და სიმძლავრეების გაზრდის შესახებ.

      ,,რუსთავის აზოტი’’, ინდორამა კორპორაციას უკვე ერთი წელია რაც შეუერთდა. დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი პროექტები საწარმოს მენეჯმენტის მთავარი მიმართულება იქნება.

  • შეხვედრა ქალაქ რუსთვის საწარმოო გაერთიანება ,,აზოტში'

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge