2024 წლის 16 თებერვალს ა(ა).ი.პ. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია და ამავე სააგენტოს წარმომადგენლები სააგენტოს მიერ მოძიებული ინვესტიციით აშენებულ ჰიმალაის მარილის გადამამუშავებელ საწარმო შ.პ.ს. „გლობალ ენტერპრაიზისს“ ეწვივნენ. შ.პ.ს. „გლობალ ენტერპრაიზისმა“ განახორციელა ქარხნის მშენებლობა ქ.რუსთავში, რაშიც დაახლოებით 700 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. საწარმოს დირექტორმა ლევან გორდულავამ სააგენტოს წარმომადგენლებს მარილის წარმოების ტექნოლოგიური პროცედურა და წარმოებაში არსებული სამუშაო პირობები გააცნო. შეხვედრაზე საწარმოში დასაქმებულთა, მათ შორის შშმ პირების შრომით პირობებზე, ასევე გარემოს დაცვის კუთხით დაგეგმილ პროექტებზე, უკვე დანერგილ ტექნოლოგიებზე და საწარმოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017