7-8 დეკემბერს, სასტუმრო "The Biltmore hotel Tbilisi"-ში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი ( LED) გაიხსნა. ფორუმის ორგანიზატორია თბილისის მერია,რომელსაც დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ფორუმზე ხდება მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა,ასევე - კერძო და საჯარო სექტორს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.
ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რწმუნებულ- გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი სამხარეო ადმინისტრაციის სხვა ხელმძღვანელ პირებსა და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან ერთად.
ღონისძიების საკონფერენციო ნაწილი გათვლილია ორ დღეზე. ფორუმს ჰყავს 13 მოდერატორი, 100 პრეზენტატორი, მათ შორის 52 მოწვეული საერთაშორისო მომხსენებელი ტრანსპორტის, სტრატეგიების შემუშავების, ფონდების მოძიების, ინვესტიციების, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ელ. მმართველობის მიმართულებებით. 2016 წლის LED ფორუმი ქალაქის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევების ერთგვარი პასუხი და საფუძველია „გონიერი“ და მოქალაქეების მონაწილეობით შექმნილი ქალაქების მიმართულებით. ფორუმი იძლევა საქმიანი შეხვედრებისა და დისკუსიების წარმართვის მრავალმხრივ შესაძლებლობას. ფორუმში მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კავკასიის რეგიონიდან, ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტებიდან. გარდა ამისა, თბილისის მერია ფორუმში მონაწილე ქალაქების წარმომადგენლებს „მწვანე ინიციატივას“ წარუდგენს. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ, ყოველწლიურად ფორუმის მონაწინ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017