2025 წლის 5 ივნისს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ქ. თბილისში ექსპო ჯორჯიას მეოთხე პავილიონში უზბეკური პროდუქციის გამოფენას დაესწრო. უზბეკური პროდუქციის გამოფენა საქართველოში 5-7 ივნისს პირველად გაიმართა.
სამდღიანი გამოფენის განმავლობაში უზბეკურმა კომპანიებმა თავიანთი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო ქართულ ბიზნესს მიეცა შესაძლებლობა, დაამყარონ მჭიდრო პარტნიორული კავშირები უზბეკეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 100-მდე წამყვანმა უზბეკურმა კომპანიამ, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენენ, მათ შორის:
სოფლის მეურნეობა | მშენებლობა | ელექტრო აღჭურვილობა | საავტომობილო მრეწველობა | ტექსტილი | ფარმაცია | ავეჯის წარმოება და სხვა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017