სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
14.02.2017


7-11 თებერვალს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ღურწკაია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და რუსთავის მერი დავით ჯიქია მხარისა და ქალაქის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. ქართული დელეგაციის წევრებმა მსოფლიო ყარაფაფახ თურქთა გაერთიანების (KARPAT) მხარდაჭერით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ქალაქ ბურსას მერის პირველ მოადგილესთან აბდულქადირ ქარლიკთან. ქართული მხარემ ქალაქ ბურსაში მოინახულა რამდენიმე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დიდი საწარმო, მათ შორის GULERYUZ Otomativ, AKIA და OMSA LINE, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების წარმოება ხორციელდება. მხარებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილბა გაუზიარეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს. ვიზიტის მიმდინარეობისას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი და დელეგაციის წევრები ქალაქ სტამბულში დაესწრნენ კომპანია TUYAP-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო გამოფენას სადაც კომპანიებმა საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები გააცნეს დამთვალიერებლებს.

 


  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში
  •  სამუშაო ვიზიტი თურქეთის ქალაქ ბურსაში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge