სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან
23.02.2017


21 თებერვალს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში ჩინელ ინვესტორებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორი მიხეილ ღურწკაია, ქალაქ რუსთავის მერი დავით ჯიქია და გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი ესწრებოდნენ. 
მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და იმ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ რეგიონში განხორციელდეს. 
შეხვედრის მიმდინარეობისას რეგიონის გუბერნატორმა სტუმრებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია ქვემო ქართლის მხარის ტურისტული პოტენციალისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესახებ.


  • სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან
  • სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან
  • სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან
  • სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან
  • სამუშაო შეხვედრა ჩინელ ინვესტორებთან

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge