ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში დილიდან სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს.
1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ქვემო ქართლში სახლემწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მოეწყო სამხატვრო სკოლა ,,არტ-კერას’’ მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ,,ასფალტზე თავისუფალი ხატვა ‘’ , რომლის ფარგლებშიც პატარებმა ფერადი ცარცებით მოხატეს ტერიტორია, გაიმართა მცირე კონცერტიც, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი ,,თამარისი’’ და ხალხურ საკრავთა ანსამბლი ,,ჩონგური’’ იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია,სამხარეო ადმინისტრაციისა და ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა და რუსთავის მერმა სამხატვრო სკოლა ,,არტ-კერას’’ მოსწავლეები სიგელებითა და საჩუქრებით დააჯილდოეს.
მოგვიანებით, რუსთავის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში გამართულ სადღესასწაულო კონცერტს დაესწრნენ. ღონისძიებაში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ოცივე ფილიალის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017