ბოლნისის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ,არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
09.06.2017

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში, არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა.

კონფერენციას ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, მოადგილე ნუგზარ სალია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, სამართლის დოქტორი მაია ივანიძე, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის თემის ირგვლივ ჩატარებული კვლელვის შედეგები, შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს, ამასთანავე გაიმართა მსჯელობა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე და ამ მიმართულებით გასატარებელ პრევენციულ ღონისძიებებზე.

  • ბოლნისის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ,არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge