მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია
15.06.2017


მდგრადი ენერგეტიკის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მერიაში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია, დავით ლობჟანიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახაბერ კობერიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია, მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის ხელმძღვანელი, კარინა მელიქიძე და ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაზე, პროექტის - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ ფარგლებში, უკვე შესრულებული და ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოების პრეზენტაცია მოეწყო, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ასევე, სხვა, უკვე განხორციელებულ და მიმდინარე ენერგოეფექტურ პროექტებზე. მოგვიანებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრის წარმომადგენლებმა რუსთავის #6 საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულდა ენერგოეფექტური რეაბილიტაციის სამუშაოები. მდგრადი განვითარების და პოლიტიკის (SDAP) ცენტრი, ევროკავშირისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და დაფინანსებით, მერების შეთანხმების სადემონსტრაციო პროექტის (CoMDeP) ფარგლებში, ახორციელებს პროექტს - „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“. რუსთავის #6 და #40 საბავშვო ბაღებში უკვე განხორციელდა სრული ენერგოეფექტური რეკონსტრუქციის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს #41 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, რომელიც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება. მდგრადი ენერგეტიკის დღე საქართველოში, „მერების შეთანხმების“ ხელმომწერ ქალაქებში 2010 წლიდან აღინიშნება. „დავზოგოთ ენერგია, გავუფრთხილდეთ ბუნებას, ვეცადოთ გამოვიყენოთ განახლებადი და სუფთა ენერგორესურსები“ - ასეთია მდგრადი ენერგეტიკის ყოველწლიური კვირეულის დევიზი, რომლის მიზანსაც განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარება და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.


  • მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge