”შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა’’ და ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, მარნეულში ”შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის“ ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალისთვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა და ტრეინინგი ტარდება. შეხვედრის თემაა: „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“ . ღონისძიებაში მონაწილეობას ,,შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდის’’ დირექტორი , ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებათა მედპერსონალი იღებს. ორგანიზატორების განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ხდება ჯანდაცვის მუშაკების სწავლება, ინფორმირება, იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მაღალი რისკის ჯგუფებთან აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემთხვევები შემცირდეს. დღევანდელი შეხვედრა კი აივ/შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება. მორიგი ტრენინგი, 27 ივნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. პროგრამა „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერაა დაფინანსებული.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017