ირანის დელეგაციის წევრები მარნეულში
19.07.2017


მარნეულის მუნიციპალიტეტს ირანის რესპუბლიკის, ზანჯანის მხარის კოოპერატივთა პალატის წევრები სტუმრობენ, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს მერაბ თოფჩიშვილს, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს ნუგზარ სალიას და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ. მარნეულში მათი სტუმრობის მიზანს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური (სამეწარმეო და სამეურნეო) პოტენციალის გაცნობა წარმოადგენდა. დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის სხვადასხვა დარგის, მათშორის პლასტსმასის, ტყვიისა და თუთიის კონცენტრატის, ტექნიკური მარილის, სამედიცინო ინვენტარის, მედიკამენტებისა და თევზის მწარმოებლები და ექსპორტიორები იყვნენ.
დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, სასურსათო ქარხანა და სოფელ კაჩაგანში არსებული კაკლის მეურნეობა მოინახულეს


  • ირანის დელეგაციის წევრები მარნეულში
  • ირანის დელეგაციის წევრები მარნეულში
  • ირანის დელეგაციის წევრები მარნეულში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge