6 ფოტო · Updated 3 წუთის წინ
დმანისის მუნიციპალიტეტში ლატვიელმა ინვესტორმა მესაქონლეობის დარგში მსხვილი ინვესტიცია განახორციელა. დმანისის ტერიტრიაზე 500 ჰექტარ ფართობზე მესაქონლეობის ფერმა მოეწყო და 354 სული სახორცე - ,,ყალმუხეთის“ ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი ჩამოიყვანეს. დმანისში მსხვილფეხა რქოსანის პირუტყვის ბოლო პარტიის ტრანსპორტირება დღეს დასრულდა. პროცესს თვალყურს ადგილზე ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღურწკაია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადევნებდნენ. როგორც მიხეილ ღურწკაიამ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ლატვიელ ინვესტორთან დაკავშირება ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით მოხდა, პირველ ეტაპზე 354 სული სახორცე ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჩამოყვანა მოხდა. ,,ეს მომთაბარე სახოცე ჯიშის მსხვილფეხა საქონელია, რომელიც დმანისის ტერიტორიაზე 500 ჰექტარზე ბუნებრივ პირობებში იქნებიან გაშვებული, მათზე 30 დღის განმავლობაში მოხდება დაკვირვება და თუ ადგილობრივ კლიმატს შეეგუებიან, ინვესტირება გაგრძელდება. ბუნებრივ პირობებში მოწყობილ ფერმაში 10 ადამიანი დასაქმდა. მეორე ეტაპზე კი იგეგმება ამავე ,,ყალმუხეთის“ ჯიშის ცხვრის შემოყვანა დმანისში“, - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017