8 დეკემბერს, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ოფისში ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია და კომპანია "Ecotox" წარმომადგენლები დაესწრნენ.
კომპანია კომბინირებულ საკვებს აწარმოებს, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ შემოტანილი პროდუქცია არის ბუნებრივი, ძლიერი აბსორბენტი, რომელიც ახორციელებს მიკოტოკსინების (სოკოვანი) და ბაქტერიების აბსორბაციას და არ აძლევს მათ სისხლში მოხვედრის საშუალებას. პროდუქტი გამოიყენება ყველა შინაური ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებში. “INNOTOX”-ი ზრდის იმუნიტეტს და აძლევს საშუალებას არ იქნას გამოყენებული ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე ანტიბიოტიკები. პარალელურად მცირდება ცხოველის საკვების მოხმარების ხარჯი და უწყობს ხელს ცოცხალი წონის ზრდას. გარდა ამისა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობას და იძლევა ჯანსაღ პრდოუქტს. კვერცხმდები ქათმების შემთხვევაში საგრძნობლად იზრდება კვერცხის ხარისხი, რაც გამოიხატება სქელ ნაჭუჭში, კვერცხის მოცულობასა და კვერცხის დების რაოდენობის ზრდაში. საქონლის შემთხვევაში ზრდის წველადობას.
აღნიშნულმა კომპანიამ სააგენტოს თხოვნით მიმართა, შუამდგომლობა გაუწიოს ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან, რათა მოხდეს აღნიშნული პროდუქტის მათთვის გაცნობა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017