რუსთავში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს
12.12.2017


აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14-ე წლისთავთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის, რუსთავისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან, დიპლომატიური მისიისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს ყოფილი პრეზიდენტის ძეგლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

ჰეიდარ ალიევს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მან უდიდესი როლი ითამაშა როგორც აზერბაიჯანის წარმატებაში პოლიტიკურ არენაზე, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და გაღრმავებაში. ჰეიდარ ალიევი 10 წლის განმავლობაში იყო მეზობელი ქვეყნის ხელისუფლების სათავეში. ის 2003 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.


  • რუსთავში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას პატივი მიაგეს

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge