„ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის”
21.12.2017


<p>რეგიონებში ტურიზმის განვითარების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით  კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის.” კონფერენციის მიზანია ტურიზმის სფეროში ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო პროექტების განხორციელება, ტურიზმის განვითარებას რეგიონებში, ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურისტული ადგილების, და ტურიზმის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობა.

<p>ღონისძიებას  მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის  მხარის წარმომადგენლები, გუბერნატორები, მუნიციპალიტეტის გამგებლები, ქალაქის მერები და  ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერეციაზე წარმომდგენილები იყვნენ მთის კურორტების განვითარების კომპანია და დაცული ტერიტორიების სააგენტო. კონფერენციის მონაწილეებმა პრეზენტაციების სახით საზოგადოებას დაგეგმილი პროექტები გააცნეს.  კონფერენციის მონაწილეებს 2017 წლის ტურისტული მიმოხილვა გააცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.


  • „ტურიზმი – ადგილობრივი განვითარებისთვის”

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge