სამუშაო ვიზიტი ლიტვაში
21.12.2017


ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში პროექტის განხორციელება დაიწყო. „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ – ასე ეწოდება ოთხწლიან პროექტს, რომელიც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროქეტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.

ENPARD სოფლის განვითარების ევროპულ მონდელს „ლიდერს” (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის გაცვლითი სამუშაო ვიზიტი განხორციელდა ლიტვის რესპუბლიკაში. ვიზიტის პარგლებში ლიტვაში იმყოფებოდა ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ წარმომადგენელი.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი RDFG-ის ხელმძღვანელობით და მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია, ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროექტის აქტიური მხარდამჭერია, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო’. პროექტის ხანგრძლივობაა: 46 თვეა.

(პროექტის ხარჯები სრულად გაიღო ,,ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ )


  • სამუშაო ვიზიტი ლიტვაში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge