ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმა
26.12.2017


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

სათათბირო საბჭოს დასკვნით ღონისძიებას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლები დაესწრნენ.


ცნობისთვის, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭო, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, ეროვნულ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის, მათი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული 2015-2020 წლების ”სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის ფარგლებში შეიქმნა.


  • ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე ორიენტირებული სათათბირო საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge