ტრეინინგი შშმ პირთა საჭიროებების შესახებ
28.12.2017


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობა, არსებული დაბრკოლებები, შესაძლებლობები და გამოწვევები - ამ თემების შესახებ იმსჯელეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ ტრენინგზე.

შეხვედრას მხარის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წევრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საჭიროებებზე და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრეს.

ტრენინგი ჩატარდა კავშირი „ბერილუსის“ პროექტის „ჩემ შესახებ“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით.

 


  • ტრეინინგი შშმ პირთა საჭიროებების შესახებ

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge