11 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარმაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა კომპანია "Ecotox"-ის და ,,GREENTOX’’-ის წარმომადგენლებმა გამართეს, რომელსაც ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. კომპანია კომბინირებულ საკვებს აწარმოებს, რომელიც მეფრინველეობის, მეცხოველეობის და მეთევზეობის სექტორზეა გათვლილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული პროდუქცია საქართველოში სხვადასხვა მსხვილმა საწარმოებმა უკვე გამოიყენეს და დადებითი შედეგი სახეზეა. მათივე თქმით, შემოტანილი პროდუქცია არის ბუნებრივი, ძლიერი აბსორბენტი, რომელიც ახორციელებს მიკოტოკსინების (სოკოვანი) და ბაქტერიების აბსორბაციას და არ აძლევს მათ სისხლში მოხვედრის საშუალებას. პროდუქტი გამოიყენება ყველა შინაური ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებში. “INNOTOX”-ი ზრდის იმუნიტეტს და აძლევს საშუალებას არ იქნას გამოყენებული ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე ანტიბიოტიკები. პარალელურად მცირდება ცხოველის საკვების მოხმარების ხარჯი და უწყობს ხელს ცოცხალი წონის ზრდას. გარდა ამისა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას, საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობას და იძლევა ჯანსაღ პრდუქტს. კვერცხმდები ქათმების შემთხვევაში საგრძნობლად იზრდება კვერცხის ხარისხი, რაც გამოიხატება სქელ ნაჭუჭში, კვერცხის მოცულობასა და კვერცხის დების რაოდენობის ზრდაში. საქონლის შემთხვევაში ზრდის წველადობას.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017