10 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე სამხარეო ადმინისტრაციაში იაპონელ და პაკისტანელ სავაჭრო -სამრეწველო პალატის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ დირექტორი მიხეილ ღურწკაია ესწრებოდა. მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და იმ ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც შესაძლოა სამომავლოდ რეგიონში განხორციელდეს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017