გუბერნატორი მარნეულელ პედაგოგს ესტუმრა და დღესასწაულები მიულოცა
07.03.2018


ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში იმყოფებოდა.

გრიგოლ ნემსაძემ ქალთა დღესასწაულები მიულოცა მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლალა ყურბანოვას, რომელიც სოფელ აზიზქენდში 32 წელი სახელმწიფო ენას ასწავლის აზერბაიჯანელ მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ მარნეულელ პედაგოგს 8 მარტს 72 წელი შეუსრულდება.

რეგიონის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე და პედაგოგს მადლობა გადაუხადა ამ მიმართულებით ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. 


  • გუბერნატორი მარნეულელ პედაგოგს ესტუმრა და დღესასწაულები მიულოცა
  • გუბერნატორი მარნეულელ პედაგოგს ესტუმრა და დღესასწაულები მიულოცა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი გრიგოლ ზერაგია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 595 75 52 53
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge