ქვემო ქართლის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისში მცხოვრებ დამსახურებულ და ღვაწლმოსილ მსახიობს, ნათელა თარხნიშვილს ესტუმრა და დამდეგი ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისელ მსახიობს მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა.
ნათელა თარხნიშვილი 1977 წლიდან მოღვაწეობდა ბოლნისის თეატრში და წლების განმავლობაში 15-მდე სპექტაკლში სხვადასხვა სახასიათო როლი შეასრულა. დაჯილდოებულია კულტურის სამინისტროს მე–2 ხარისხის დიპლომით.
ამჟამად, ნათელა თარხნიშვილი მუშაობს ბოლნისის კულტურის სახლში, ხალხური რეწვის მიმართულების სპეციალისტად.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017