ძველი წელთაღრიცხვის 6000-5800 წლებით დათარითებული ღვინო უძველესია და ის გათხრების შედეგად, თბილისიდან 50 კილომეტრში, შულავერისა და გადაჭრილის გორაზე(მიეკუთვნება შულავერის ჯგუფის ძეგლებს), თიხის ჭურჭლის ნარჩენებზე აღმოაჩინეს – ეს აღიარება გინესის რეკორდების ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“ღვინის ნარჩენები, შემონახული იყო დიდი ზომის ქილებში, რომელიც სავარაუდოდ, ფერმენტაციის, დაბერებისა და შენახვისთვის გამოიყენება.
ამ აღმოჩენამდე, უძველესი ღვინო, ირანში, ძველი წელთაღრიცხვით, 5400–5000 წლებით თარიღდებოდა.
ახალი აღმოჩენები საქართველოში კი ამტკიცებს, რომ ღვინო ირანამდე 600–1000 წლით ადრე არსებობდა და ღვინის დამზადება და მევენახეობა საქართველოში უკვე 8000 წელს ითვლის”, – ვკითხულობთ გინესის რეკორდების გვერდზე.
აღმოჩენა მოლეკულურ არქეოლოგ პატრიკ მაკგროვენს ეკუთვნის, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის, არქეოლოგისა და ანთროპოლოგიის პროფესორია. ის კვლევის “საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიაში” მთავარი ავტორია.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017