,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია, „რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტ ბესიკ ქარცივაძეს და ,,უნიკა ჯგუფის’’-ს დამფუძნებელ მარინე კორძაძეს შეხვდნენ. შეხვედრა ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ოფისში შედგა. „რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტმა ბესიკ ქარცივაძემ, ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაციაზე და რეგიონში მის დანერგვაზე ისაუბრა; „პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის, როგორც ქართული ენის, ასევე, ტექნიკურ-ჰუმანიტარული საგნების, ინოვაციური მეთოდებით, აპლიკაციების, ნახატი ფილმებისა და ვიზუალური ეფექტების გამოყენებით სხვადასხვა დონეზე ცოდნის მიღება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დისტანციური სწავლებაც. ეს იქნება ინოვაციური პროექტი, რომელსაც სწავლების მეთოდიკით დღეს ანალოგი არ აქვს.’’ -განაცხადა ქარცივაძემ. ასეთივე სწავლების მეთოდებია შემუშავებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, კერძოდ,-უსინათლოთა, ყრუ-მუნჯთა და ეტლით მოსარგებლეთათვის. პროექტი უახლოეს პერიოდში მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს, სადაც შეიქმნება ინოვაციური სწავლების ცენტრები, გადამზადებული მაღალკვალიფიციური კადრებითა და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. პროექტის საპილოტე რეჟიმში გაშვება ქვემო ქართლიდან მოხდება. შეხვედრის მიმდინარეობისას ,,რეგიონების კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნესის განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორს, მიხეილ ღურწკაიას აღნიშნულ პროქტებში დამხმარება სთხოვა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017