თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის RDFG-ის პროექტის პრეზენტაციას გაიმართა
14.03.2018


13 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის RDFG-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა, სუსანა მარაზუელა ასპიროზმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ევროკავშირის დელეგაციისა და პროგრამის განმახორციელებელმა პარტნიორებმა, ასევე, ადგილობრივი ინსტიტუციებისა და თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებმა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სოფლის განვითარების ეროვნული პოლიტიკის პრეზენტაცია, შემდეგ კი სტუმრები გაეცნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტს.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა პროექტის ფარგლებში მიმდინარე დამატებითი პროგრამების პრეზენტაცია. დასაქმების პროგრამის მონაწილეებმა კი დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. დასახული მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიიღწევა. RDFG -ს პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT).


  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის RDFG-ის პროექტის პრეზენტაციას გაიმართა
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის RDFG-ის პროექტის პრეზენტაციას გაიმართა
  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციის RDFG-ის პროექტის პრეზენტაციას გაიმართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge