ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, სამხარეო ადმინისტრაციაში, „რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციის“ პრეზიდენტ, ბესიკ ქარცივაძეს და ,,უნიკა ჯგუფის’’-ს დამფუძნებელ მარინე კორძაზეს შეხვდნენ.
ასოციაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ქარცივაძემ, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან ერთად რეგიონის მასშტაბით, განსახორციელებელი პროექტი განიხილა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდის შესახებ, რომელიც ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების მეთოდზეა დაფუძნებული.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრა ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს'' ორგანიზებით შედგა.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017