,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით „რეგიონების კულტურულ–საგანმანათლებლო და ბიზნეს განვითარების ასოციაციამ,’’ რუსთავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ტანსაცმელი და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ღურწკაიამ, ,,უნიკა ჯგუფის’’-ს დამფუძნებელ მარინე კორძაზემ და მერის წარმომადგენელმა დავით აღმაშენებელის ადმინისტრაციულ ერთეულში, გიორგი გოროზიამ მიიღეს.
,,დახმარება ხუთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს გაეწია, რომლებსაც ძირითადად მცირეწლოვანო ბავშვები ჰყავთ. ეს არის საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც ოჯახებს ტანსაცმელები გადაეცათ. მრავალშვილიანი დედები არიან ის ადამიანები, რომელებსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდებათ, სააგენტო მზადაა ხელი შეუწყოს მრავალშვილიან ოჯახებს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს ყურადღებას და პატივისცემას- განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება და სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს შემდგომშიც გაუწევენ დახმარებას.
KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017