ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური მოეწყო
13.04.2018


ცენტრალური და ადგილობრივი მედიასაშუალებების წამომადგენლებისთვის, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გრიგოლ ნემსაძის ინიციატივით, მედია ტური მოეწყო. მედია ტურის ფარგლებში, ჟურნალისტები დმანისისა და ბოლნისის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნენ. 

ტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ტურისტულ მარშრუტში შემავალი ღირსშესანიშნაობები და ისტორიული ძეგლები მოინახულეს. მედია საშუალებების წარმომადგენლებმა, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. 

ჟურნალისტებმა დმანისის ნაქალაქარი, დმანისის ისტორიული მუზეუმი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენის მონასტერი, ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახლ-მუზეუმი, ელიას მთაზე გაშენებული წმინდა პავლე და პეტრე მოციქულების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და ბოლნისში გერმანული უბანი მოინახულეს.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ განაცხადა, 27 აპრილს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ტურიზმის ფორუმს მართავს, რომელზეც ქვეყნის წამყვანი ტუროპერატრები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ქვემო ქართლის აქტუალური და პოპულარული ტურისტული ლოკაციების შესახებ. ამასთან, უკვე დასრულდა რეგიონში ტურიზმის განვითარების სამწლიან გეგმაზე მუშაობა და ახალი ტურისტული მარშრუტები შედგა.


  • ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური მოეწყო
  • ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური მოეწყო
  • ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური მოეწყო
  • ქვემო ქართლის გუბერნატორის ინიციატივით მედია ტური მოეწყო

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge