დმანისში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
22.04.2018


დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარმაზში ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სს ,,არდი ჯგუფის’’ წარმომადგენლებმა გამართეს, რომელსაც ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები დაესწრნენ.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს აგრო დაზღვევის პირობები და საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს. როგორც კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, მათ მიერ შეთავაზებული აგრო დაზღვევით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები უკვე სარგებლობენ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 1 სექტემბრიდან მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით ხორციელედება აგროდაზღვევის პროექტი, რაშიც აქტიურად არის ჩართული სს “არდი დაზღვევა“. პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ პირთა კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ პირებისათვის შემოსავლის შენარჩუნება, რისკების შემცირება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სს „არდი დაზღვევის“ სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.

ა(ა)იპ „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო’’ აქტიურად თანამშრომლობს სს „არდი დაზღვევასთან“ და მზად არის ხელი შეუწყოს ფერმერებთან და მეწარმეებთან სააზღვევო პროდუქტის წარდგენასა და შესაბამისი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებაში.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია შეხვედრებს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს

 


  • დმანისში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
  • დმანისში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
  • დმანისში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა
  • დმანისში ადგილობრივ ფერმერებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გაიმართა

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge