ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო
27.04.2018


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და ქვემო ქართლის გუბერნიის ინიციატივით, ტურისტული ფორუმი გაიმართა, სადაც რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ იმსჯელეს. 
როგორც  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, ფორუმის მიზანია, საერთაშორისო და შიდა ბაზარზე ქვემო ქართლის ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის გაზრდა და ტურისტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. 
აღსანიშნავია, რომ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ. 
ფორუმის ფარგლებში მოეწყო ალგეთის ეროვნული პარკის პრეზენტაცია, რომელიც ვიზიტორებს მაისიდან უმასპინძლებს, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის მხარის შესახებ და მოეწყო თემატური დისკუსია დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
თბილისთან ახლოს, ქვემო ქართლში, შესაძლებელია უამრავი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება და სხვადასხვა სახის ტურისტული აქტივობით დაკავება, მათ შორის ღვინის, არქეოლოგიური, კულტურული, აგრო, სათავგადასავლო ტურიზმი და სხვა. 


  • ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო
  • ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო
  • ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო
  • ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესახებ ფორუმი მოეწყო

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას #1
ტელეფონი: +995 341 25 56 05
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge