საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში
24.05.2018


24 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი უძღვებოდა.

გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონში განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები განიხილა.

საუბარი შეეხო რეგიონში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

სხდომის მიმდინარეობისას პრეზენტაცია გამართეს ორგანიზაცია ,,ინიციატივა რეგიონალური განვითარებისათვის“ წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის ,,ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე.

მხარის გუბერნატორი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.


  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში
  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში
  • საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა ქვემო ქართლის გუბერნიაში

KVEMO KARTLI REGIONAL DEVELOPMENT AGENCY
© 2017

სახელწოდება: ა(ა)იპ "ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო"
იურიდიული მისამართი: ქ. რუსთავი, კოსტავას გამზ. #1
ხელმძღვანელი პირი: აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია
საიდენტიფიკაციო ნომერი: 416301978
ტელეფონი: +995 577 20 55 30
ელ.ფოსტა: info@kkrda.ge